საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ევროსაჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის პროექტის ,,რისკების შეფასება პროკურატურის საქმიანობაში“ ფარგლებში ევროსაბჭოს ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საპროკურორო საქმიანობა და გამოძიება, საპროცესო
შეთანხმება, გამოძიების შეწყვეტა, პროკურორის დისკრეციული უფლება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს პროკურატურის და პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები, გახშირებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გააცნო და აღნიშნა, რომ არ დაუშვებს სააკაშვილის რეჟიმის მანკიერი თვისებების აღორძინებას სამართალდამცავ ორგანოებში და ევროსაჭოს, ევროკავშირის დახმარებით იბრძოლებს ქვეყანაში ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერებისა და კანონის უზენაესობისათვის.
აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში ექსპერტები გეგმავენ მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და რიგ სხვა უწყებებთან შეხვედრებს.